ზურაბიშვილი პუტინს მადლობას უხდის - პრეზიდენტის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის - პრეზიდენტი ყარაბაღში ომის დასრულებას გამოეხმაურა, სომეხ ხალხს შეთანხმება მიულოცა და დაწერა, რომ "კავკასიაში ახალი ერა იწყება".

ეს იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის დასრულების შემდგ კავკასიაში რუსეთი ახალ ბაზას ქმნის და ე.წ. სამშვიდობოებს აყენებს. 

საქართველოს პრეზიდენტის "ტვიტს" შეფასებები უკვე მოჰყვა ოპოზიციაში, სადაც სალომე ზურაბიშვილს მკაცრად აკრიტიკებენ და ამბობენ რომ ქვეყნისითვის და სახელმწიფოებრიობისთვის დამაზიანებელი, არაადექვატური განცხადებები ზურაბიშვილისთვის უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა. ოპონენტების შეფასებით, ზურაბიშვილის გაუაზრებელი განცხადებები ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს .

არ შეიძლება რუსეთს, როგორც ფასილიტატორს და მედიატორს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი გადაუხადო მადლობა. საერთოდ ვერ ერკვევა იმ კონტექსტში, რომელიც არის დღეს - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მადლობას უხდი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს და მადლობას უხდი რისთვის? რომ რუსეთმა შემოიყვანა ჩვენს რეგიონში დამატებითი სამშვიდობო ძალები და გაიძლიერა პოზიცია კავკასიაში? ეს ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს- ამბობს დავით ბაქრაძე

ოპოზიციის შეფასებით, ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა საქართველოს სტრატეგიული და სახელმწიფო ინტერესების გარდა, აზიანებს ურთიერთობას ორ მეზობელ სახელმწიფოსთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან:

სალომე ზურაბიშვილს მე ვეძახი პ- რეზიდნტი. მე რეზიდენტისგან ზუსტად ამ გამონათქვამებს ველი - ამბობს თაკო ჩარკვიანი

​საქართველოს პრეზიდენტი და ადექვატურობა ეს ორი ერთმანეთისთვის შეუსაბამო ტერმინია. რაც შეეხება პაშინიანისთვის მილოცვას, ეს დაცინვას უფრო ჰგავს, ვიდრე მილოცვას იმიტომ, რომ მისალოცი არაფერი არ აქვს პაშინიანს- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ასეთ სიტუაციებში ვრწმუნდები რომ სჯობს დუმდეს და არაფერი არ თქვას, ვიდრე პირი გააღოს და ილაპარაკოს ის სისულელეები, რომელსაც რეგულარულად ეწევა ყველა საჯარო გამოსვლაზე - ამბობს "ლელო"ს წევრი საბა ბუაძე

ნიკო პაშინიანის მხრიდან, ომის დასრულების შეთანხმების ხელმოწერას ერევანში დიდი პროტესტი მოჰყვა, მოქალაქეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

ავტორი: შოთა კიკნაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი