გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად შეთანხმება გააფორმა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყეტის შესახებ, არეულობა დაიწყო. 

დემონსტრანტები, რომელთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომასაც მოითხოვს ჯერ მთავრობის სახლში, შემდეგ კი პარლამენტში შეიჭრნენ. 

მთავრობის კანცელარიაში შეჭრილი მოქალაქეები სკანდირებდნენ - "ჩვენ ამ მიწას არ დავთმობთ". ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც, თუმცა მათ შენობის დაკავება მაინც შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დაამტვრიეს შუშები, ფაშინიანის კაბინეტს მოაძვრეს წარწერა, რადგან მათი თქმით, "ნიკოლმა ხალხს უღალატა".

ასობით დემონსტრანტი ღამით შეიჭრა პრლამენტშიც, ისინი სკანდირებდნენ "ვინ მისცა ფაშინიანს შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლება?" მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს. მათი ნაწილი ითხოვს, რომ ძალაუფლება გენერალურ შტაბს გადაეცეს. 

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით ყველა მოქალაქეს მოუწოდა, რომ თუ მათ ამ "კანონის დამრღვევებთან" საერთო არაფერი აქვთ დაიშალონ და სახლებში წავიდნენ. 

"ყველა მოქალაქეს, ვისაც სჯერა ჩემი და სჯერა ჩვენი, გთხოვთ მოემზადოთ ბრძოლისთვის. მოულოდნელად, ეჭვი არ შეგეპაროთ, ჩვენ არაკეთილსინდისიერი არაფერი გაგვიკეთებია, მე მაქვს პასუხები ყველა კითხვაზე, რომ ყველაფერი იყოს ნათელი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. ამ რთულ მომენტში, ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ", - დაწერა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდებოდა.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი