ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს - ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას ულოცას და ფასილიტატორებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, რომ ცეცლხის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთის შუამდგომლობით დაიდო და ადგილზე ოკუპანტმა საკუთარი "სამშვიდობო ძალები" უნდა განალაგოს. ამ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა სომხეთშიც.

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულების გამო და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. ჩემი მწუხარება დაღუპულთა ოჯახებს.  მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს", - წერს ზურაბიშვილი. 

რუსეთმა მთიან ყარაბაღში "სამშვიდობოების" გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო - ისინი ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. ამასთან, ტერიტიორიაზე, რუსეთის გარდა, თურქეთის ძალებიც განლაგდებიან. 

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული წყაროების ინფორმაციით, სომხეთი თანხმდება, გაიყვანოს სამხედრო ძალა კელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონებიდან. ხოლო აზერბაიჯანი ინარჩუნებს აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებს, მათ შორის ქალაქ შუშას. უკვე ცნობილია, რომ აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ლი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

შეთანხმებას სომხეთში არეულობა მოჰყვა - დემონსტრანტებმა ჯერ პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავესმოგვიანებით კი პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი