კითხვის ნიშნები მოხსნილია - ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ეხმიანებიან და აფასებენ

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ვაშაძის პირველ განცხადებას, რომელმაც დაბნეულობა გამოიწვია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ენმ-ში რაიმე უთანხმოებაა.

პარტიაში არანაირი უთანხმოება არ არსებობს, პირველმა განცხადებამ გარკვეული ინტერპრეტაცია გამოიწვია, რომ პროტესტი ქუჩაში შეწყდებოდა, მაგრამ კარგია, რომ ამას ბატონი გრიგოლის მეორე განცხადება მოჰყვა და თუ იმ ფონზე, რა მოთხოვნებიც ჩვენ გვაქვს: ხელახალი არჩევნები, ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუიფლება, იქნება სივრცე მოლაპარაკებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და კიდევ, არავის რომ არ მოუნდეს ინტერპრეტაცია, ვიტყვი, რომ ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს უცხოელ მეგობრერბთან, საერთაშიროსო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თამარ კორძაია ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ, სინამდვილეში, გააშიშვლა ქართული ოცნებაა, ვის ინტერესებშიც მოლაპარაკება არ შედის. 

გრიგოლ ვაშაძის პარალელურად, ჩვენ ვისმენთ არჩილ თალაკვაძის გაბნცხადებებს, რომ პატივი ვცეთ ხალხის ნებას, სინამდვილეში მათ ეს ნება გააყალბეს. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხის პროტესტი გაგრძელდება და თუ ისინი გადმოდგამენ გარკვეულ ნაბნიჯებს, მოლაპარაკება შესაძლებელია და ნუ ატყუებენ საერთაშორისო აზოგადოებას,- ამბობს თამარ კორძაია.  

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია კი ამბობს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე არავინაა, ოღონდ ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.

როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, არავინ, ვინც რუსთასვლზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალიოგი გაიმარება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის  მოპოვებასთან დაკავშირებით, - ამბობს ნიკა მელია "მთავარის" ეთერში.

თუი ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა პირველი განცხადების შემდეგ, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნა მეორე განცხადებაში, სადაც ბატონმა გრიგოლმა ძალიან ნათლად განმარტა, რომ პროტესტი არ უინდა შეწყდეს, ასე რომ, ოპოზიციაში არანაირი უთანხმოება არ არის და რაც უნდა მოინდომოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ის განხეთქილებას ვერ შემოიტანს, - ამბობს ნინო ბრჯანაძე.

შეგახსენებთ, დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი საკუთარი პოზიცია განმარტა და დამატებითი განცხადება გააკეთა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი