
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტზე "ტვიტერის" საშუალებით ისაუბრა.
პრეზიდენტმა, დღეს დილით მშვიდობიანი დილა გვისურვა, საღამოს კი ქვეყანა მორიგი გაუგებრობის წინაშე დააყენა.
ამჯერად პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს, როგორც მომლაპარაკებელ მხარეს, სომხურ აზერბაიჯანულ კონფლიქტში და სავარაუდოდ არ უფიქრია რამდენად დააზიანებდა მისი ეს, როგორც მთავარსარდლის და ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს.
ხელისუფლებიდან დღეს არავის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება უხერხული აღმოჩნდა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩისთვის.
როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას ამტკიცებს და დასავლეთს კეტავს? - წერს იან კელი "ტვიტერზე".
პრეზიდენტი კი ფიქრობს, რომ კავკასიაში ახალი ერა იწყება.
ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ანალიტიკოსებმა ზუსტად იციან, რომ რუსეთმა კავკასიაში პოზიცია გაიმყარა.
მაშინ როდესაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ არბევენ, როცა პრეზიდენტი პოლიტიკური არბიტრის როლში უნდა იყოს და სულ მცირე ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ხვდებოდეს- ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.
ავტორი: შოთა კიკნაძე