
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ეხმაურება, რომელიც მთიან ყარაბაღი კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა და მას მკაცრად აკრიტიკებს:
როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას ამტკიცებს და დასავლეთს კეტავს? - წერს იან კელი
საქართველოს პრეზიდენტის მილოცვასა და პუტინისთვის გადახდილ მადლობას მწვავე შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. სალომე ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივი და არაადექვატური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.
კავკასიაში ახალი ერა იწყება - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე"