მე კენჭს ვიყრიდი, როგორც ამაყი დემოკრატი, ახლა ვიქნები ამერიკის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენმა რამდენიმე რეკორდი მოხსნა

გამოქვეყნდა:

„მესმის მათი იმედის გაცრუება, ვინც პრეზიდენტ ტრამპს მისცა ხმა. მეც წამიგია რამდენიმე არჩევნები. მაგრამ ახლა მივცეთ ერთმანეთს შანსი. დავწიოთ ტემპერატურა. დავინახოთ ერთმანეთი. მოვუსმინოთ ერთმანეთს. მე კენჭს ვიყრიდი, როგორც ამაყი დემოკრატი. ახლა ვიქნები ამერიკის პრეზიდენტი. მუხლჩაუხრელად ვიმუშავებ იმათთვისაც ვინც ხმა მომცა და იმათთვისაც, ვისაც არ მოუცია"  -78 წლის ბაიდენმა რამდნეიმე რეკორდი მოხსნა. ამდენი ხმა არავის არასდროს მიუღია.

ჩვენ მოვიგეთ 74 მილიონი ხმით- ამდენი არც ერთ პრეზიდენტს აქამდე არ მიუღია. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც კი არ დაჰყოფს, არამედ გააერთიანებს. რომელიც წითელ და ლურჯ შტატებს კი არა, არამედ შეერთებულ შტატებს დაინახავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. და დაიცვას ჩვენი ჯარები.

გარდა ხმათა აქამდე არნახული რაოდენობისა, ამერიკას ეყოლება ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. პირველად ეყოლება ქალი ვიცე-პრეზიდენტი, თანაც, შერეული რასისა, რაც მრავალთვიანი მუშტიკრივის, რბევისა და სიკვდილის შემდეგ, ბევრის ნიშანია

„როდესაც დედაჩემი ჩამოვიდა ინდოეთიდან, 19 წლისა იყო. ალბათ ვერ წარმოიდგენდა ამ მომენტს, მაგრამ მას ღრმად სწამდა ამერიკისა. მე ვიქნები პირველი ქალი ამ თანამდებობაზე, მაგრამ არა უკანასკნელი. ნებისმიერი გოგონა, რომელიც ახლა გვიყურებს, ხედავს შესაძლებლობების ქვეყანას. კონგრესმენმა ლუისმა, სიკვდილის წინ დაწერა - დემოკრატია მდგომარეობა არაა, დემოკრატია მოქმედებაა“

საქართველოში ტრამპისა და ბაიდენის მომხრეებს შორის უფსკრული ლამის ისეთივე ღრმაა, რამდენადაც ამერიკაში. სადაც ტრამპია, იქ გულგრილი ვერასდროს დარჩები. ამიტომ აბრალებენ მოწინააღმდეგები ერისა და მსოფლიოს გახლეჩას. რაც, სხვათაშორის, უსაფუძვლო არაა. ვაშინგტონს დღეს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს მეზობელ მექსიკასთან, ნატოს ევროპელ პარტნიორებთან, ჩინეთთან და ბევრ სხვასთან. თუმცა, პარალელურად, ტრამპმავე მიაღწია შედეგს, რისთვისაც ვინმე სხვას ლიბერალები ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენდნენ - ბაჰრეინმა და არაბეთის საამიროებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფო და ხელი თეთრ სახლში მოაწერეს. ამერიკის პრეზიდენტი პირველად შეხვდა ჩრდილო კორეის ლიდერს და პატარა გაუმჯობესებასაც მიაღწია

ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო თემა იყო სლოგანი - პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია. და ეს, მისი სიხისტის მიუხედავად, მართალია. სამაგიეროდ ტრამპმა გადაწყვიტა ამერიკული ჯარების გაყვანა სირიიდან და ავღანეთიდან.

ბაიდენს პრეზიდენტობას უკვე მიესალმნენ ევროპელი პარტნიორები. არცაა გასაკვირი - ტრამპი მათ ძალიან ხისტად სთხოვდა თავდაცვითი ხარჯების ზრდას. გერმანიას, დანიას, შვეიცარიასა და სხვებს იმედი გაუჩნდათ, რომ შეერთებული შტატების იანვრის შემდეგ გააუქმებს სანწციების ჩრდილოეთის ნაკადის წინაარმდეგ და ისნი ბოლომდე გაჭიმავენ მილებს რუსეთიდან.. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთსაც ძალიან ახარებს და დიდს იმედს უსახავს, რომ, მაგალითად, ამერიკა გადაიფიქრებს ჯარების გადმოსროლას ნატოს აღმოსავლეთისკენ, კერზოდ, პოლონეთსა და ბალტიაში.

დამარცხების ამბავი ტრამპმა გოლფის თამაშისას გაიგო. თუმცა ჯერ ისევ წერს ტვიტებს, რომ ხმები მოპარეს და სასამართლოს იმედად არის. ბაიდენს გამარჯვება შვილიშვილმა სახლში ახარა. ჩვენ პარალელურად ჩვენს არჩევნებს ვგულშემატკივრობდით. და ვიხსენებდით, როგორ ვუმასპინძლეთ მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში და როგორ ვუკრავდით ტაშს მის ბრწყინვალე სიტყვას პარლამენტში;

„შეერთებული შტატების სახელით მარტივი სათქმელი მაქვს - თქვენს გვერდით ვართ თავისუფალი, დემოკრატიული, უსაფრთო და ერთიანი საქართველოს მშენებლობის გზაზე. ვიცი, ვიღაცას ეშინია, რომ რუსეთი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქარეთველოს მსხვერპლად სწირვას მოითხოვს. ეს არ მოხდება. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და კვლავაც დაგეხმარებით სტანდარტების მიღწევაში“

ვადის დასასრულისთვის ბაიდენი 82 წლისა იქნება და დღესვე ამბობენ, რომ მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის. ამიტომ რესპუბლიკელების თეთრი სახლიდან გასვლა და რევანშისთვის მზადების დაწყება ერთი იქნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი