რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი - კონგრესმენების კრიტიკული წერილი მაიკ პომპეოს

გამოქვეყნდა:

ექვსი კონგრესმენის მწვავე წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს - მაიკ პომპეოს კონგრესმენები საქართველოსთან დაკავშირებით წერენ და ბოლო დროს, ქვეყანაში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო, წუხილს გამოთქვამენ.

კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკან-უკან წავიდა. 

"მოგეხსენებათ, საქართველომ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი გზა განვლო იმისათვის, რომ ეკონომიკისა და გეოპოლიტიკიური უსაფრთხოება უზრუნველეყო. ეს კი იმისთვის, რომ ქვეყანა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ უფრო გლობალურ, საერთაშორისო ბაზარზე ექნებოდა წვდომა, უსაფრთხოება დაემყარებინა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან და ჰქონოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესიდან უკან იხევდა.

თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესთან და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ, უფრო მეტად დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს, რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ განგრძობად გაუარესებას კერძო სექტორში - საინვესტიციო გარემოს, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, ისევე როგორც, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატო-ს მოკავშირეობის მიმართ. 

ვიმედოვნებთ, რომ მაშინ, როცა თქვენ შეხვდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, გაითვალისწინებთ ჩვენს შეშფოთებას შემდეგ საკითხებზე: 

  1. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მართული "ქართული ოცნების" მიერ, მანიპულირდება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ცდილობდნენ, ქართულ-ამერიკულ ეკონომიკაში კონტრიბუცია შეეტანათ დეკადების განმავლობაში. ეს ყოველივე კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ;
  2. აქტივობები დაკავშირებული შავი ზღვის პორტთან, საფრთხეს უქმნის ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის:
    ა. მიზანმიმართულად ამერიკული კომპანიების გაყვანა შავი ზღვის პორტიდან. ინვესტიციები და საკუთრებები, რომლებიც მიმართულია იზოლაცია მოახდინოს საქართველოში რუსული და ჩინური გავლენებისგან და
    ბ. ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანება, განსაკუთრებით საპორტო საქმისა და კერძო სექტორში სხვა ინვესტიციებთან მიმართებით. 
  3. ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია საარჩევნო რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპალამენტო არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. 

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გთხოვთ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა განიხილოთ ჩვენთან ერთად ის ქმედებები, რომელიც უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა და ეს იმისათვისაც, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები შეასრულოს", - ნათქვამია კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში. 

დოკუმენტს ხელს აწერს ექვსი კონგრესმენი: ჯოდი ერინგტონი, მარკვეინ მულენი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.

მანამდე კი, პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. საქართველოს მთავრობის განცხადებაში აქცენტი საუბრის იმ ნაწილზე იყო გაკეთებული, რომელიც მსოფლიო პანდემიას და საქართველოში მის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი თავად პომპეომ Twitter -ზე დაწერა, რომ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი