
გუშინ, 10 ნოემბერს გვიან ღამით, მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახს თავს დაესხნენ. ლაშა ქველაძის ინფორმაციით, მის საცხოვრებელთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სარებულოს იურისტ შერმადინ ბოჭოისძესთან და თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მიიჭრა, აგინა და ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ნასვამები იყვნენ, ჩვენ სახლში არ ვიყავით, მხოლოდ ბიძაჩემი იყო, ქალები და ბავშვები, აგინებდნენ, თქვე ჩმორებო გამოდით გარეთო. თუ ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს, ამ პირებმა შეიძლება კიდევ უარესი გააკეთონ და ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ მოთმენას", - ამბობს ლაშა ქველაძე.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს დაპირისპირების დროს ასტიკად სცემეს მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, თუმცა მომხდარის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. პირიქით, მარნეულის პოლიციამ დაკითხვაზე მისული ლაშა ქველაძე დააკავეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.
ქველაძე ბოლნისის სასამართლომ მოგვიანებით, 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.