მოტყუებით დაიბარეს, დაზარალებულად უნდა გცნოთო და დააკავეს - გივი ქველაძე ლაშა ქველაძეზე

გამოქვეყნდა:

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავენული "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახი და ადვოკატი აცხადებს, რომ ის სამართალდამცავებმა მოტყუებით დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ ქველაძე პოლიციაში დაზარალებულის სტატუსის მიღების მოტივით დაიბარეს.

მოტყუებით დაიბარეს, დაზარალებულად უნდა გცნოთო და დააკავეს, გვცემეს, საავადმყოფოში ვიწექით, მანქანა დალეწილი ჩვენია და ჩვენ დაგვაკავეს. საერთოდ ჩვენი განადგურება უნდა საერთოდ ამ ხელისულფებას, - ამბოს გივი ქველაძე.

ლაშა ქველაძის ადვოკატის, გამომძიებელმა მასთან საუბარში თქვა, რომ ისინი ადგილზე დაზარალებულად ცნობისთვის უნდა მისულიყვნენ, თუმცა მისულებს ბორკილები დაადეს.

ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შეფასებით, ხელისუფლება ასე მაშინ იქცევა, როცა იცის, რომ არჩევნებს წააგებს.

შეგახსენებთ, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძროაბის" წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს. ქველაძე სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დააკავეს. რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი