
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს.
მათივე განცხადებით, გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა. ამის შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძლებდა. მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდათ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილის.