შეიძლება აღვიქვათ ივანიშვილის ნააზრევად - ექსპერტები სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას აფასებენ

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება და მადლობა პუტინს, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შეთანხმებული არ ყოფილა - დღევანდელ ბრიფინგზე დავით ზალკალიანი დიპლომატიური მანევრებით ცდილობდა ამ სკანდალისგან გამიჯვნას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა შეთანხმებული პრეზიდენტის განცხადება.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას, საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ხელი შევუწყოთ მხარეთა შორის დიალოგს და მესამე, საქართველო მიესალმება საერთაშორისო აქტორების ჩართვას ამ პროცესში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის, განაცხადა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე. 

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, საგარეო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, ზურაბიშვილის მადლობა პუტინისადმი, მინიმუმ, გაუგებარი იყო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა კავკასიაში პოზიციები გაიმყარა.

სრულიად გაუგებარია, რას ულოცავს სომხეთს, ან რატომ უნდა მივესალმოთ რუსეთის ძალისხმევას. კრიტიკას რაც შეეხება, გასათვალისწინებელია, რომ კრიტიკა მიმართულია არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან განცხადებები ქვეყნის სახელით კეთდება და ეს უნდა გვახსოვდეს, -ამბობს თენგიზ ფხალაძე, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში.

ზურაბიშვილის განცხადება შეიძლება აღვიქვათ ასევე, როგორც ივანიშვილის ნააზრევი, ის ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს ივანიშვილს და რუსეთს აამოს, ეს არის ქართული ოცნების ხაზი და ზურაბიშვილი უტარო დანასავით ეკვეხება ამ სიტუაციაში არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ივანიშვილის მიერ დასმული პოლიტიკური ფიგურა ცდილობს სათქმელი საქართველოს პრეზიდენტის სახელით თქვას და ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია, - ამბობს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულება მიულოცა და ფასილიტატორებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, რაც სკანდალის მიზეზი გახდა. 

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სალომე ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი