პომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს დავით ზალკალიანი ღიმილისმომგვრელს  უწოდებს და ამბობს, რომ პომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. 

ღიმისლისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე სერიოზული პასუხი გავცე ოპონენტებს, რადგან ეს არის, გაუთვითცნობიერება და არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების.   მეორე მხარეა, თუ კი იციან ეს,  და მე ვიცი, რომ მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების, და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის, ისინი ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, რომ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში.

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტრერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა. ოპონენტებმა, როგოც ჩანს, ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომლებიც უკვე გაჟღერდა. აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის აშშ-ს მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფო მდივნისგან? - თქვა ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში ტურნეს ფარგლებში, 17-18 ნოემბერს ჩამოდის

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ამ ვიზიტით და პომპეოსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრით "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან მიიღო მორიგი გზავნილი, რომ არ დაუშვებენ არჩევნების მიტაცებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი