როცა ესებუასნაირი კრიმინალები გარეთ დაძრწიან, ეს ქმედება უსამართლობაა - დოლიძე მიხაილოზე

გამოქვეყნდა:

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, ამბობს, რომ მუსიკოს მიხაილო თოდუას მიმართ პრობაციის სამსახურის ქმედება მთლიანად ეწინააღმდეგა სისხლის სამართლის პრინციპებს. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვყენა. 

"პრობაციის სამსახურის ქმედება მიხაილოს შემთხვევაში მთლიანად ეწინააღმედეგება სისხლის სამართლებრივ პრონციპებს: სამართლიანობა, ჰუმანურობა, რეაბილიტაცია/რეინტეგრაცია. როდესაც გარეთ დაძრწიან კრიმინალები დაწყებული ბადრი ესებუადან დამთავრებული თამარ ჟვანიათი, ეს არის აუცილებლად და მხოლოდ და მხოლოდ შერჩევითი სამართალი", - წერს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ პრობაციის ეროვნული ბიურო მიხაილო თოდუას საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს. უწყება მას "გირჩის" პოლიტიკურ ივენთზე დაკვრის გამო კანონის დარღვევას ედავება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.

ბადრი ესებუა, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა - ამ დრომდე დაკავებული არაა. მას სამართალდამცავები სამი კვირაზე მეტია ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი