სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. ამის შესახებ ამერიკის საელჩოსგან ვიგებთ.
მათივე ცნობით, ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება "რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ."
შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანი თბილისს 17-18 ნოემბერსს ეწვევა.