სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მჟავანაძეს სამდღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დაჯარიმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე მოსამართლე თამარ მეშველიანი 2 დღე მსჯელობდა.
ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე, 9 ნოემბრის აქციის დროს დააკავეს და პოლიციის დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ნოდარ რუხაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მიზეზი მისი გადალაპარაკება გახდა. რუხაძემ გიორგი მჟავანაძეს ჰკითხა, "რატომ იყო მოსამართე აგრესიული".
მოსამართლემ რამდენიმე საათში დარბაზი დაატოვებინა კიდევ ერთ აქტივისტს - სოფო კუჭავას, რომელმაც შსს-ს წარმომადგენლის განცხადება გააპროტესტა.
პოლიციელმა სასამართლოზე დღეს თქვა, რომ პროცესიდან გაძევებულ ნოდარ რუხაძე, შეშის შეტანას ამჯერად სასამართლო დარბაზში ცდილობდა.
სამართალდამცველები "სირცხვილიას" აქტივისტებს რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე შეშის შეტანას ედავებიან. პოლიციამ დღევანდელ სასამართლოზე ნივთმტკიცების სახით, სასამართლოს 3 ნაჭერი შეშაც წარუდგინა.
რუხაძესა და მჟავანაძესთან ერთად ლექსო მაჭავარიანიც იყო დაკავებული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ის გუშინ, 10 ნოემბერს, 1000 ლარით დააჯარიმა.