სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესიდან, მოსამართლემ კიდევ ერთი აქტივისტი გამოაძევა დარბაზიდან. სოფო კუჭავას სასამართლო სხდომა მას შემდეგ დაატოვებინეს, რას შსს-ს წარმომადგენლის განცხადება გააპროტესტა.
პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ნოდარ რუხაძე, რომელიც მისივე სასამართლო პროცესიდან, მოსამართლემ დარბაზიდან რამდენიმე საათის წინ გააძევა, სასამართლო დარბაზში ისევ შეშის შეტანას ცდილობდა.
"სირცხვილიას" აქტივისტების ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე უკვე 2 დღეა იხილავს. სამოქალაქო აქტივისტებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ და ამბობენ, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება უკე მიღებული აქვს და სასამართლო პროცესი ფორმალურია.
გადაწყვეტილება სავარაუდოდ რამდენმე წუთში გახდება ცნობილი.