ნოდარ რუხაძე მოსამართლე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზი გახდა სამოქალაქო აქტივისტის შეკითხვა -“მოსამართლე რატომ არის აგრესიული?”
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებულ აქტივისტების საქმეზე მოსამართლე უკვე 2 დღეა მსჯელობს.
სასამართლო ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, თუმცა გვიან ღამე შეწყდა და დღეს სამი საათისთვის ჩაინიშნა.
მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის რა ღონისძიება შეუფარდოს ნოდარ რუხაძეს და გიორგი მჟავანაძეს, რომელებიც 9 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.
სამართალადმცველებმა სასამართლოზე დღეს მტკიცებულებების სახით სამხრე კამერების გადაღებული კადრები მიიტანეს, სადაც არც ის ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელებს აქტივისტები და არც ის - როგორ ძალადობენ გიორგი მჟავანაძეზე თავად სამართალდამცველები.
სამაგიეროდ, ნივთმკტცებისს სახით, პოლიციამ სასამართლოს დღეს 3 ნაჭერი შეშა წარუდგინა