პროტესტი პოლონეთში - შეტაკებები პოლიციასა და მოსახლეობას შორის

გამოქვეყნდა:

პოლონეთში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ვარშავის ცენტრში გამოსულ მოქალაქეებს პოლიციამ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, დაშლისკენ მოუწოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

"ჩვენი ცივილიზაცია - ჩვენი წესები", - ამ სიტყვებით და წითელი დროშებით შეხვდნენ პოლონელები პოლიციელებს, სამართალდამცველებმა კი "საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით", მოსახლეობის წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციელებს მომიტინგეები ცეცხლსასროლი იარაღებითაც დაუპირისპირდნენ. 

პარალელურად ისევ გრძელდება გამოსვლები, რომელიც აბორტის აკრძალვას მოჰყვა.

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. 

პოლონეთის მთავრობამ აბორტი ისეთ შემთხვევებშიც აკრძალა, როდესაც ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი