პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ყველა ძალამ, მმართველმაც, ოპოზიციამაც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო პირველ რიგში, ერთობლივად მოვუართო ქვეყნას და დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როცა ჩვენ ყველა ერთად უნდ გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია ყველამ ერთად ეფექუტრად და შედეგიანად უნდა გაავგრძელოთ ჩვენი ქეყნის სვლა ევროპისკენ", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვყენის ბედი და არა ქუჩა. მისი თქმით, დარწმუნებულია, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ეს მესიჯი და სწორად გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში.
ამავე თემაზე: