პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეპიდემიის მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე სწორად არ იყო შეფასებული და ევროპაში ლოქდაუნების რაოდენობა იზრდება. მისი განცხადებით, მთავრობის სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვბია და ისინი ამ სტრატეგიას გააგრძელებენ.
"მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით და ვარგძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, საჭიროა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით.