"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მათ პარტიას საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. ინაშვილისვე თქმით, ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
"ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არ არის ახალი, ეს შეხვედრები გაგრძელდა არჩევნების შემდეგ, რაც ჩვენ მკაფიოდ დავადასტურეთ. ჩვენი პარტიის პოზიცია, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ქვეყანაში. დღეს მე აქ მოვედი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მოწვევით. საუბარი შეეხება საარჩევნო ვითარებას, კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა," - ამბობს ირმა ინაშვილი.
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ერთმანეთს ხვდებიან.