დიალოგს ალტერნატივა არა აქვს - ირმა ინაშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, კარგია, რომ შეხვედრა შედგა, დანარჩენს დავაკვირდეთ - აცხადებს აშშ-ის ელჩთან არაფორმალური შეხვედრიდან გამოსული პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. 

ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან დეტალებზე საუბარი კორექტული არ არის, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, - ამბობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. 

შეგახწსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი შეხვედრის დაწყებამდე ამბობდა, რომ მათ პარტიას საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. ინაშვილისვე თქმით, ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. 

შეგახსენებთ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტატორობით აშშ-ის საელჩოში არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი