ოპოზიციის პოზიცია უცვლელია, აქციები და ბოიკოტი ძალაშია - პირველი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული 4 საათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა ამის მოლოდინი მხარეებს არც ჰქონიათ. როგრც შეხვედრის შემდგ ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, მათი მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები - ძალაში რჩება. ძალაში რჩება ასევე ბოიკოტისა და საპროტესტო აქციების რეჟიმი.

დღეს იყო პირველი შეხვედრა და შევდივართ რთული დიალოგის პროცესში, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალან შორს არის, დღეს ეს პროცესი დავიწყეთ და შედგა პოზიციების გაცვლა და ჩვენი პოზიცია არის უცვლელი ,რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები - ამბობს დავით ბაქრაძე.

ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი - ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი და აქციების გაგრძელება. შაბათს 3 საათზე გვაქვს აქცია, ძალაში რჩება - ამბობს გიორგი ვაშაძე

თალაკვაძემ თქვა თვის ხედვა და არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა და იყო მხოლოდ ხარვეზები და თავის გამოსავალი შემოგვთავაზა. გავაცანით ერთმანეთს მოსაზრებები, პოზიციების დაახლოებაზე ლაპარაკი არ ყოფილა - ამბობს ალეკო ელისაშვილი .

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დიალოგი დაიწყო და მომდევნო აუდიენციაც დააანონსა, თუმცა თარიღ უცნობია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი