"ან პოლიტიკა და "ქართული ოცნების'' ერთგულება, ან ლექტორობა". ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავე სასწავლებლის პროფესორს, შალვა პაპუაშვილს, უპირისპირდებიან და მის წინააღმდეგ საკუთარ პრეტენზიებს დღეს საჯაროდ პრესკონფერენციაზე გააჟღერებენ.
პაპუაშვილი "ოცნების'' პროპორციული სიის მე-15 ნომერიც არის. ახალგაზრდების პროტესტი 31 ოქტმობრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშრებით მისმა შეფასებებმა გამოიწვია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი სტუდენტი და აქტივისტი, ნიკა კვირანი ამბობს, რომ კენჭიყრის მიმდინარეობას გლდანში, როგორც დამკვირვებელი თავადაც აკვირდებოდა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. ამ ფონზე კი, პაპუაშვილის განცხადება, რომ არჩევნები არ გაყალბეულა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. სტუდენტები ითხოვენ პაპუაშვილმა ან უარი თქვას დეპუტატის მანდატზე ან უნივერისტეტიდან წავიდეს.
"ძალინა ბევრი სტუიდენტი ვიყავით არჩევნებზე ჩართული დამკვირვებლად, მე პირადად ვიმყოფებოდი გლდანში და ზუსტად იმ უბანში, რა უბანშიც მოხდა იარაღის ამოღება. ჩემს მეგობარს დაუმიზნეს გლდანში იარაღი, ამის გარდა ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, როგროც გარეთ, ასევე შიგნით. ყველაფრის მიუხედავად პაპუაშვილი ბედავს და იძახის, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ, წყნარ ვითარებაში და არანაირ გაყალბებას არ ჰქონია ადგილი. ამიტომ სტუდენტები მოვითხოვთ, პაპუაშვილმა დატოვოს ლექტორის თანამდებობა ან დატოვოს მანდატი. არც ერთი სტუდენტი არ გაჩერდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ იმას, რომ ესეთი ლექტორები იყვნენ უნივერსიტეტში," - თქვა ნიკა კვიტატიანმა
აქვე გეტყვით, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, სამ საათზე პარლამენტის წინ გაიმართება და თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად გაყალბებულ არჩევნებს და მოპარულ ხმებს გააპროტესტებენ.
ცნობითვის, საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელიც, თამარკორძაია და ამბობს რომ "დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია".
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.