ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავას კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტურდა, ის მკურნალობას სახლში გადიოდა. ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 73 154 
  • გამოჯანმრთელებულია -  55 511 
  • გარდაცვლილია - 636
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი