დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის მიცემული 437 ხმა 1.437 გახდა - დიდუბის საოლქო კომისიამ ოქმი ღამით გადაასწორა

გამოქვეყნდა:

ცესკომ ოპოზიციის საჩივრების განხილვა დღეს 6 საათზე ჩანიშნა. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს და ითხოვს სხდომა საჯარო იყოს.

დიდუბის მერვე საოლქო კომისიაში, ღამით 11 საათზე  "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და შემაჯამებელ ოქმებში შეცდომების შესწორებას შეეცადნენ, მათ ერთერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ათასი ხმა დაუმატეს, რათა დისბალანსი გაესწორებინათ.

"დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია, ღამე 11–ის 5 წუთზე იკრიბება და უკვე დაწერილ შემაჯამებელ ოქმში, აკეთებს შესწორების ოქმს და 437–ის მაგივრად, დიმიტრი ლორთქიფანიძეს უწერენ 1437 ხმას, ჩვენთვის გაუგებარია, საიდან მოიტანეს ეს 1000 ხმა, აქ კიდევ მნიშნველოვანი არის ის, რომ კომისიის წევრები, რომლებიც ხელს აწერენ ორივე ოქმს, როგორც შემაჯამებელს, ისე შესწორებისას, შემაჯამებელ ოქმს ათივე კომისიის წევრი აწერს ხელს და იძახის, რომ 437 ხმა არის და იგივე ათი კომისიის წევრი იძახის ღამის 11 საათზე, რომ არის 1437 ხმა. ეს ადამიანები საერთოდ დაცლილები არიან პასუხისმგებლობისგან, " , – ამბობს,"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესიკ დონაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობენ და არ აქვთ მოლოდინი, რომ მათ საჩივრებს ცესკო განიხილავს.

"მთელს საქართველოში პრაქტიკულად 90% საჩივრებისა უპასუხოდ არის დატოვებული, რომელ სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ? ყველა ოლქში არის კატასტროფული დარღვევები, ყველა ოლქში არის კატასტროფული დისბალანსი, ყველა ოლქში არის მოპარული ჩვენი ხმები, განსაკუთრებით არის ნამუშევარი იმ უბნებში, სადაც ჩვენ ყოველთვის ყველაზე მაღალი მონაცემები გვქონდა, სწორედ იმიტომ რომ იქურდეს, გააყალბეს არჩევნები და იმისი თავიც კი არ ქონდათ, მადლობა ღმერთს, რომ ქურდობის კვალი წაეშალათ, ახლა ეშინიათ ნებისმიერი საჩივრის დაკმაყოფილება. არ შეგრძება ბიძნა ივანიშვილო, "– ამბობს "ერთიანი საქართველო"  თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვის ბოლო დღეა.

აქვე გეტყვით, რომ  საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელიც, თამარკორძაია და ამბობს რომ "დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია".

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.  გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი