გენერალ ჰოჯესის მოწოდება- ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხი საქართველოში, ისევ გააქტიურდა

გამოქვეყნდა:

იქნება თუ არა ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში? ათწლეულების ყველაზე აქტუალური კითხვა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. 

ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ოფიციალურ ვაშინგტონს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. 

რუსული ძალები ოკუპანტებს უფრო ჰგვანან ვიდრე სამშვიდობოებს - ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი და ამერიკის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში ამერიკის წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

მაშინ, როდესაც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით კრემლმა პოზიციები რეგიონში მნიშვნელოვნად გაიმყარა და რუსული ჯარი უკვე სომხეთ-აზერბაიჯანის სადავო ტერიტორიასაც აკონტროლებს, საქართველოსთვის იხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მთავარი საყრდენი გახდეს და თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს.

გენერალი ბენ ჰოჯესის რეკომენდაციაში ანალიტიკოსებმა წაიკითხეს ის გზავნილი, რაზეც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ჩამოსვლისას აქცენტი უნდა გააკეთოს. თუმცა, ერთია რას გვთავაზობს სტრატეგიული პარტნიორი და მეორე - არის თუ არა ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდის პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლებაში.

ყოფილი დიპლომატები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან მდუმარე პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს და აშშ-ს არანაირ ლოჯისტიკურ გეგმას არ სთავაზობს.

ის რომ ივანიშვილის მთავრობა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ამაზე მეტყველებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელისუფლების მიერ ჩაგდება.

მაშინ როდესაც 2019 წელს მაიკ პომპეოს პრინციპული მოწოდება - ააშენეთ ანაკლიის პორტი, ქართულმა ოცნებამ ჩააფლავა, რა კონკრეტული წინადადებით და გზავნილებით ჩამოვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი