ბოლო ოთხ წელს გაათმაგდა უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა - გიგა ბოკერია გაყალბების მასშტაბებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" გიგა ბოკერიამ არჩევნები-2020, დარღვევების მასშტაბურობის კონტექსტში წინა საპარლამენტო არჩევნებს შეადარა და აღნიშნა, რომ ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. 

ვადარებ 2016 წლის ძალიან ცუდ, საპარლამენტო არჩევნებს, რათა ვნახოთ განსხვავება მასშტაბებში. ამ შედარებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაოთხმაგდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც უყვართ საარჩევნო ბიულეტენების სახლში წაღება, და გაათმაგდა უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გვესმოდეს, ეს არ არის ვინმეს ხუშტური, რომ შედეგი გვაქვს ცუდი და ამიტომ ვიქცევით ისე, როგორც ხელისუფლების ოპონენტები იქცეოდნენ. ხმების გადათვლას ზოგან, შესაძლოა, აზრი კიდევ ჰქონოდა, მაგრამ ამ გზაზეც კი უარი თქვა ხელისუფლებამ, როცა საჩივრები არ დააკმაყოფილეს უაბსურდულესი საბაბით, მაგალითად, როცა ჩვენი არცერთი, ვიმეორებ, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იქ მიზეზად მოიტანეს ის, რომ ჩვენს წარმომადგენელს თავისი მისამართი ჰქონდა მითითებული პარტიის მისამართის ნაცვლად. ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ხშირად გვესმის საერთაშორისო პარტნიორებისგანაც, რომ უნდა მივყვეთ სამართლებრივ გზებს. მივყვებით, მაგრამ აი,. ასეთ პასუხს ვიღებთ ხოლმე, - განაცხადა გიგა ბოკერიამ "დღის სტუმარში". 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებს შედეგებს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და არ აღიარებს. პირველადი შედეგების გამოცხადებას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების მიღებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით. ოპოზიციამ 8 ნოემბერს პირველი დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაატარა, რომელსაც პიკზე, "მთავარი არხის" გამოთვლებით, 45.000 ადამიანი დაესწრო. 

14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთ აქციას გამართავს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი