"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და ცესკოს ხმაურიან სხდომას ეხმიანება, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობდა ოპოზიციის საჩივრების განხილვაზე და სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს.
თამარ ჟვანია ციხეში. და მასთან ერთად ცესკოს ყველა წევრიც, ვინც დღეს სხდომას ესწრებოდა. და ცესკოს ყველა გამყალბებელი თანამდებობის პირიც.
ყოველგვარი ძახილის ნიშნების და მოწოდებების გარეშე. აი, ასე, როგორც ყოველდღიური რუტინის ნაწილი. ციხე, უალტერნატივოდ, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებს შედეგებს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და არ აღიარებს. პირველადი შედეგების გამოცხადებას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების მიღებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით. ოპოზიციამ 8 ნოემბერს პირველი დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაატარა, რომელსაც პიკზე, "მთავარი არხის" გამოთვლებით, 45.000 ადამიანი დაესწრო.
აქვე შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთ აქციას გამართავს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.
აქვე გეტყვით, ნიკა მელია აცხადებს, რომ რეჟიმი ცარიელი რუსთაველის გამზირის ნახვას ვერ ეღირსება, ხოლო გიგა ბოკერიას თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში გაათმაგდა იმ უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა.