ცვლით მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობას და ამით სვამთ ბალანსს, რაზეც ყველას მოგეთხოვებათ პასუხი - კორძაია

გამოქვეყნდა:

"ცესკოს" სხდომაზე "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა, თამარ კორძაიამ, ოქმებში არსებულ დისბალანსსა და ოლქების მიხედვით არსებულ საეჭვო შედეგებზე ისაუბრა.

როგორ თამარ კორძაია ამბობს, დარღვევების თვალსაზრისით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ყველაზე თვალსაჩინო სიახლე ოქმებში ამომრჩევლის რაოდენობის მექანიკურად გადაკეთება იყო. 

"როდესაც ლაპარაკობთ შესწორების ოქმებზე და ამ დროს მეტობით ამოსულ ბიულეტენში მხოლოდ ერთ შესწორებას აკეთებთ და ცვლით მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობას და ამით სვამთ ბალანსს, ეს ისეთი დანაშაულია, რაზეც ყველას მოგეთხოვებათ პასუხი", - თქვა კორძაიამ.

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა ის უბნები დაასახელა, სადაც ოქმებში არსებული დისბალანსი ყველაზე თვალსაჩინოა. რაც შეეხება შესწორების ოქმებს, კორძაიას თქმით, კანონის მიხედვით, შესწორების ოქმი უნდა შედგეს არაუგვიანეს მეორე დღისა და არა 4 კვირის შემდეგ, როგორც ამას "ცესკო" აკეთებს.

სხდომაზე თამარ ჟვანია "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ ხვალ ბიულეტენების ბათილობის სტატისტიკას გაუგზავნის.

თამარ კორძაია კი, ამბობს, 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება კომპლექსური პრობლემაა და მას მხოლოდ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ "ცესკო"-ში შემაჯამებელი სხდომა დაიწყო, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს.

"ცესკოს" თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებმა ხათუნა გოგორიშვილის გაძევება გადაწყვიტეს, რომელსაც აინტერესებდა, რას აჯამებდა "ცესკო", საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. 

სხდომის პარალელურად, პროტესტი დაიწყო ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტების იკრიბებიან. მათ მოლოდინი აქვთ, რომ თამარ ჟვანია დღეს ბიძნა ივანიშვილს მიტაცებულ არჩევნებს საბოლოოდ გაუფორმებს და ხელს მაწერს იმ შედეგებს, რაც ოლიგარქს სურს.

ცნობისთვის, ჯამში ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 027 საჩივარი არ განიხილა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი