დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში არჩევნების გაყალბებას. ფართომასშტაბიანი აქცია ზუსტად 3 საათზე თბილისის პარლამენტის წინ დაიწყება.
ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა უცლელია. გადადგეს თამარ ჟვანია და ახალი არჩევნები ცენტრალურმა კომისიის ახალმა ადმინისტრაციამ ჩაატაროს, მოთხოვნებს შორისაა პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.
ამ წუთებში ოპოზიცური პარტიების ლიდერები ქვეყნის მთავარ მოედანზე უკვე იკრიბებიან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ქუჩის აქციები გაგრძლედება და ეს აქციები არის
მშვიდობიანი.
მოთხოვნები ზუსტად იგივე იქნებაც რაც იყო მთელი ამ პერიოდის დანამვლობაში, რაც გაგრძელდება ბოლომდე ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, ეს არის ხელახალი არჩენვები, ცენტრალური საარჩენო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გატავისუფლება. ის რომ დიალოგი დაიწყო მხარეებს შორის ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტი გაჩერდება - პარალელურად ბათუმში იგეგმება აქცია ასე რომ ეს პროტესტი მუდმივად გაგრძელდება, - ამბობს "ერთიანი
"ევროპული საქართელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, არჩევნები გაყალბებულია, არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების აზრს და ამიტომ არის მოთხოვნა ხელახალია რჩენვების ჩატარება.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.