დედაქალაში დაგეგმილ აქციას რეგიონებიც უერთდებიან. აარჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შიდა ქართლის ოთხი ქალაქიდან მანქანების კოლონები უკვე დაიძრდნენ. ისინი არჩვნების ტოტალური გაყალბების გაპროტესტებას დღეს პარლამენტის წინ აპირებენ და ამბობენ, რომ საკუთარი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
"დღევანდელ აქციას, რომელიც დაგეგმილია თბილისში ისევ და ისევ ვუერთდებით შიდა ქართლიდან მოსხლეობის ნაწილი, რომელიც ვაპროტესტებთ ცესკოს მიერ შემოთავაებულა რჩევნების შედეგებს. ჩვენი მოხოვნები არის უცვლელი, ჩვენ ვთვლით, რომ შედეგები, რომლებიც ცესკომ შემოგვთავაზა არ ასახავს რეალობას ამიტომ ვაპროტესტებთ იქამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ჩვენს მეირ დაყენებული მოთხოვნები" , - ამბობს ქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს, 14 ნოემბერს, სამ საათზეა დაგეგმმილი. ადგილზე უკვე იკრიბებიან ოპოზიციური პარტიის ლიდრები.