ყველა ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მათი ხმები მოიპარა დღეს ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები პარლამენტთან 3 საათზე საპროტესტო აქციას გამრთავენ.
მოთხოვნები უცვლელია:
ადგილზე უკვე იკრინებიან ოპოზიციური პარტიის ლიდრები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ 8 წლის განმავლობაში ბევრი ითმინეს და ელოდებოდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტნო არჩევნებს, რომ ქვეყანში ცვლილებები მომხდარიყო, მაგრამ ივანიშვლიმა მათ ხმები მოპარა. უდუმაშვილისვე თქმით, ეს არის ბრძოლა და უკან დახევის უფლება არავის არ აქვს.
ქუჩის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტი, როგორც ბიძინა ივანისვილს ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ უსამართლობას და განუკითხაობას, რომეოლიც დრეს ქვეყანშია, ივანიშვილმა მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 13 ნომებრს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები არ განიხილა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება ჩქარობს ეს პორცესები დაასრულოს და ამბობს, რომ "ცესკო, რახანც დადებს, რაღაც შემაჯამებელ ოქმს ამით რაღაც პროცესები დასულდება, ძალიან ცდებიან".
რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზისტს და შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა იქნება არჩევნები, დემოკრატიული პროცესები, მაგრამ დავით ზალკალიანი ამბობს,რომ საარჩევნო პროცესები არ იქნება განხილვის თემა ზაალ უდუმაშვილი ამ საკითხე ამბობს, რომ ხელისუფელბა საკუთარ ტყუილში დაიკარგა, რა თქმნა უდნა შეხვედრის თემა არჩევნები იქნება.
ამ მოპარულ არჩევნებს ხედავს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობაც და ბუნებრივია შეერთებული შტატების გზანვილები იქნება ძალინა მწვავე მოსასმენი, - ამბობს ზაალ უდუმაშივლი.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პოლტიკური კრიზისი უნდა განიმნუხტოს საბოლოო ჯამში დიალოგით, მაგრამ დიალოგი და საპროტესტო აქციები ერთმანეთის ხელისშემშელი არ არის. კაპანაძისვე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება და ხელისუფლება მიიღებს არალეგიტიმურ პარლამენტს.
სერგი კაპანაძე ამბობს იმასაც, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოლოდინიც არის ის რომ შეხვედრისას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და დარღვევებზე საუბარი იქნება.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოდის.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.