ყველა ვინც თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მათი ხმები მოიპარა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები გაყალბებულ შედეგებს ისევ ქუჩაში აპროტესტებენ.
მოთხოვნები უცვლელია:
"ენმ და -ძალა ერთობაშიას" ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნეი ხელმეორედ აუცილებლად ჩატარდება, თუ არა და ქვეყანას ეყოლება კომინისტური წყობის პარლამენტი.
მოთხოვნა არის ხელახალი არჩენვები სანამ ეს არ გაკეთდება არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა და აი ამ შენობაში (თბილისის პარლამენტში) იქნება კომუნისტური წყობა და ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მაინც იძულებულები იქნებიან, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნონ - არის ორი ძლიერი იარაღი: ერთი - ოპოზიციის ერთობა და მეორე - აი ეს ქუჩა და ამდენი ხალხი, ეს ხალხი არ აპირებს უკან დახევას, - თქვა დევი ჭანკოტაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, ცესკომ გუშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების არ დააკმაყოფილა, ამით "ოცნების" პოლიტიკური დავალება შეასრულა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ივანისვილმა სახელმწიფო გადადტიალება დააკეთა და დაარღვია კონსტიტუციური წესრიგი, მიითვისა ხელსიფლება.
ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ის არ გამოხატავს ხალხის ნებას, რადგანაც გაყალბდა ტოტლაურად, იმდენად მასშტაბური იყო გაყალბებები, რომ გავლენა მოახდინა ხელისუფლების ფორმირებაზე. აქედან გამომდინარე ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს არის თავისუფლების ბრძოლა. რომ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება წართმეული უფლება არჩევნების უფლება, სამოქალაქო თავისუფლების უმთავრესი ნიშანი არის სწორედ არჩევნების თავსუფლება. ეს ბრძოლა რომელიც ახლა მიმიანრეობს ქართველი ხალხის მიერ უზურპატორი ივანიშვილის მიერ განსაზღვრავს ჩვენ მომავალ ათწლეულებს, - ამბობს გიორგი გუგავა.
გიორგი გუგავამ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშის დროს ქართველი ქომაგების სტადიონის გარედან გულშემატკივრობაზეც ისაუბრა და ამბობს, რომ ის სურათი დღევანდელ რეალობას ასახავს, რადგან ქვეყანაში არსებობენ პრივილეგირებული ჯგუფები.
სტადიონზე რაც მოხდა ეს სურათი მთლიანად წარმაოდგენდა ჩვენს დღევანდელ რაობას. გვყავს კასტა, პრივილეგირებული პატრიციებისა, რომელბიც ყველაფრით სარგებლობენ, ყველაფრის უფლება აქვთ და უფლებააყრილი ხალხი, რომელსაც ფეხბურთზე დასწრების უფლებაც არ აქვს, წაართვეს თავისუფლება, წაართვეს სამართლიანი სასამართო, წაართვეს ჯანდაცვა, განათლების უფლება, ყველაფრის უფლება აყრილი გვაქვს და ეს ბრძოლა არის თავისუფლებისათვის ბრძოლა, - თქვა გიორგი გუგავამ
შეგახსენებთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედნიასთან ისტორიული თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. 12 ნოემბეს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის გამართულ მატჩს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.