საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური მოლდოვაში - კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი და პროევროპელი სანდუ არიან

გამოქვეყნდა:

ხვალ, 15 ნოემბერს მოლდოვაში  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პრეზიდენტობის კანდიდატები მოლდოვის მოქმედი პირველი პირი, რუსეთთან დაახლოებული იგორ დოდონი და პროდასავლელი ოპოზიციონერი, მაია სანდუ, არიან. 

არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა. მაია სანდუ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით, ხმათა მცირე თუმცა უპირატესობით სარგებლობდა. ოპოზიციის კანდიდატმა 35.77% აიღო, დოდონმა კი - 32.87%.

პირველი ტურის წარუმატებლობაში დოდონი დიასპორას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრები 1,2 მილიონი მოლდოველი "პარალელური ელექტორატია".

1 ნოემბერს მოლდოვის დიასპორის დიდმა ნაწილმა მხარი სწორედ სანდუს დაუჭირა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები 150 000 ამომრჩევლიდან დოდონს ხმა მხოლოდ 3.59%-მა მისცა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წელს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დოდონმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ტურში მან 52.11% მიიღო, სანდუმ კი – 47.89%. 

რაც შეეხება მაია სანდუს, ის 2019 წელს პრემიერმინისტრის პოსტზე დაინიშნა, თუმცა 5 თვეში პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

სანდუს გადადგომას მხარს უჭერდნენ რუსეთთან დაახლოებული სოციალისტური პარტია და მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის, დემოკრატიული პარტია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი