"4 ტესტი ჩავიტარე, 2-ის პასუხი დადებითია" - ილონ მასკი ვარაუდობს, რომ COVID-19 აქვს

გამოქვეყნდა:

ტესლას დამფუძნებელი, ილონ მასკი, ვარაუდობს, რომ კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაპოსტა

"4 სხვადასხვა ლაბორატორიიდან განსხვავებული პასუხები მოვიდა - 2 ტესტის შედეგი კოვიდდადებითია, 2-ის კი უარყოფითი. ვვარაუდობ, რომ ინფიცირებული ვარ, ოღონდ, მსუბუქი სიმპტომებით", - წერს მასკი. 

ცნობისთვის, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით - მსოფლიოში დადასტურებული 54 მილიონი შემთხვევიდან 11 მილიონზე მეტი შტატებზე მოდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი