ლეიბორისტული პარტიის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელ ოქმზე

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტია 2 დღის წინ გამოტანილ შემაჯამებლ ოქმს ასაჩივრებს. სარჩელი სასამაართლოში მათ ამ წუთებში შეაქვთ. 
პარტიაში სასამართლოს იმედი არ აქვთ, თუმცა ოპოზიცია ყველა სამართლებრივი გზის გავლას და გამოყენებას მაინც გეგმავს. 

ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა, ამბობს რომ სუსით, პოლიციით და კრიმინალით, მოსყიდვითა და გაყლებებებით ჩატარებული არჩევნები ცესკომ შემაჯამებელი ოქმით დააგვირგვინა. 

ცესკოს ხმაური სხდომა კი 13 ნეომებრს გაიმართა, საიდანაც გამოაძევეს დეპუტატები და სადაც სიტყვიერი დაპირისპირება იყო ადმინისტრაციასა და ცესკოს წარმომადგენლებს შორის. 

სხდომაზე კი პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ისე რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ დაელოდა.  შესაბამისად, ცესკომ მეორე ტურები 21 ნოემბერს დანიშნა. თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გაყალბებულ არჩევნებს მოქალაქეები დღეს, 5 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ გააპროტესტებენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი