ოპოზიციის ლიდერების თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ხელისუფლებას კონსტრუქციული პოზიცია ექნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებისა და სამართლებრივი დავის შეწყვეტას არ აპირებენ.
"31 ოქტომბრის შემდეგ რა გეგმაც გვქონდა ზუსტად იმ გეგმით მივდივართ. ეს არის მასობრივი პროტესტი, ეს არის ქუჩის აქციები და პარალელეურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები თუ ამას რაიმე შედეგი ექნება, ჩვენს მოლაპარაკებებში იმიტო არ შევდივართ, რომ მხოლოდ ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგს და კონკრეტულ წინადადებს ხელისუფლებისგან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ერთადერთ გამოსავლად შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, მივიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს" - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს ერთერთი ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გუშინ წარიმართა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება, ხელისუფლება კი "ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს არ განიხილავს".