გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. პროტესტის უკიდურეს ზომას ზაზა საქუაშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც მას თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობა შეუფარდეს. 

მსჯავრდებული თქმით, მას დანაშაული, რის გამოც სასჯელს იხდის, არ ჩაუდენია და განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პროკურორის სიტყვაზე დაყრდნობით გამოუტანეს. 

"ზონდერი რომ გყავთ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნათია გუდაძე, მარტო პროკურორის ვარაუდით გამომიტანა სასჯელი, არანაირი მტკიცებულება, პირიქით პროკურატურის მხრიდან მოწმეები ვინც დაიკითხა ყველა საჩემოს ამბობდნენ, როგორც იყო სიმართლე და რაც შეესაბამებოდა რეალობას თავის მოწმე ექსპერტებიდან დაწყებული ყველანი იძახდნენ არ არის ეგ ნივთები [სამხილები] , რასაც დაზარალებული იძახისო." - აბობს ზაზა საქუაშვილი. 

პატიმრის თქმით მან თავიდანვე მიმართა მთავარ პროკურორსაც და პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეს და უთხრა, რომ თუ მას უმიზეზოდ დააკავებდნენ, ის თვითმკვლელობას მიმართავდა. 

"დაველოდე სასამართლოს განაჩენს, განაჩენი მომცეს არაფერი დასაბუთებული მარტო წერია, რომ ზაზა საქუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯოს 4 წელი აქდან გამომდინარე მე მერე ვცადე თვიმკვლელობა" - თქვა პატიმარმა.

ზაზა საქუაშვილი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, მან სააპელაციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და პროტესტს ახლა შიმშილობით გამოხატავს. მისივე თქმით თუ სააპელაციო სასამართლო თვის ბოლომდე არ დაიწყებ ის უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს 

 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი