შვილი იჭერს, მამა ასამართლებს- ინტერესთა კონფლიქტი, კლანი სასამართლოში და ძალოვან სისტემაში გვარად სირაძე. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ნიკა სირაძის მამა - შოთა სირაძე 2012-დან "ქართული ოცნების" წევრი იყო ხობის საკრებულოში, სადაც ის "ოცნების" მხრიდან პარტიულად საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სამართლებრივი განყოფილების უფროსი იყო.

2020 წელს, იმერეთის მთავარ ქალაქში, არჩევნებამდე რამნდენიმე თვით ადრე უროსმა სირაძემ მაინტია მოისხა და ქუთაისში მოგვევლინა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 

მზადება სისტემური გაყალბებისთვის "ოცნებამ" კარგა ხნით ადრე დაიწყო და ამისთვის ყველა რგოლს საკუთარი ფუქნცია ჰქონდა იმერეთშიც. სამართლებრივ ასპექტში ქუთაისის იქნებოდა სწორედ ის ქალაქი, სადაც მთლიანად რეგიონში გაყალბებებულ ოქმებზე უნდა ემსჯელათ. არც ინანეს, წყალტუბოს ოქმებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოს მიმართა და ეგონა რომ სამართალი პურს შეჭამდა, სასამართლოს კართან თემიდა არა, მამა სირაძე დახვდა.

ყველაზე უკეთ ვაჟა სირაძის სამართალი ნიკა მელიამ და გლდანის ამომრჩეველმა საკუთარ თავზე გამოსცადა. 

რამდენიმე დღის წინ მოძრაობა "სირცხვილიამ" გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტა რუსთაველზე შეიკრიბა. სწორედ აქ დააკავა ძალის გადამეტებით პატრულმა სირცხვილიას აქტივისტი გიორგი მჟავანაძე. 

ნოდარ რუხაძე დღეს იხსნებეს რომ, ისიც მხოლოდ იმიტომ დააკავს, რომ მან მეგობრების დაკავება გააპროტესტა. 

ის რომ კრიმინალის სტატისტიკა იზრდება და ის, რომ დღემდე არ ვიცით სად გაქრა ნახევარი მილიონით ბადრი ესებუა ეს არაა მთავარი,  სირაძეს და სისტემას ყველაზე ძაან მაინც შეშის ეშინიათ და შეშა აღელვებთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი