"პოლიტიკური ანგარიშსწორების გარდა, სხვა მოტივი არ აქვს" - მელიას შტაბის წევრები ოფისის დაწვაზე

გამოქვეყნდა:

სამართლადამცველებმა გლდანში, ნიკა მელიას დამწვარ ოფისში, საგამოძებო მოქმედებები დაასრულეს. 

ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯარა, რომლიდანაც დამნაშავეებმა ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს შენობაში. შედეგად, სრულადაა განადგურებული ინვენტარი. 

შტაბის წევრები ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია. 

"პოლიტიკური მიზნებისთვის დაწვეს - ესაა ძირითადი მოტივი. უწყებას თუ ადამიანებად წარმოაჩინოს თავი, ობიექტურად უნდა გამოიძიოს საქმე", - ამბობს შტაბის წევრი

დამნაშვეთა რაოდენობა და ვინაობა ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები, სავარაუდოდ, გარშემო არსებული ობიექტებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ. 

"არც სჭირდება ფაქტით დადასტურება იმას, რომ სპეციალურად დაწვეს. ვფიქრობ, უნდოდათ მთლიანად დაეწვათ შენობა, მაგრამ მალევე გავიგეთ ხანძრის შესახებ", - თქვა შტაბის ხელმძღვანელმა. 

ადგილზე ელოდებიან ექსპერტს, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი