
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მაია სანდუს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, Twitter-ზე ულოცავს.
"ვულოცავ მაია სანდუს დამსახურებულ გამარჯვებას. კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. ველი ერთად მუშაობასა და ევროპისკენ საერთო გზის გავლას", - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მოლდოვაში ხმების 100% უკვე დათვლილია - სანდუს ამომრჩეველთა 57.75%-მა დაუჭირა მხარი, რუსეთთან დაახლოებულ იგორ დოდონს კი - 42.25%-მა.
მაია სანდუს გამარჯვებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, გამოეხმაურა: "გაიმარჯვა ჩემმა მეგობარმა და პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა, მაია სანდუმ. მისი გამარჯვება პუტინისთვის შოკი, საქართველოსთვის კი დიდი იმედია" - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.