ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აგიტატორებს აორმაგებს-მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის ემზადება და აგიტატორების რაოდენობასაც აორმაგებს. ამჯერად განცხადება "ოცნების" სახელით მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც აგიტატორების რაოდენობას, ასე რომ მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან.

მდინარაძე მეორე ტურებზე დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებსაც გამოეხმაურა და "თავხედობა" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მათ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მიიღეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარალამენტო არჩენები მოიპარა. უკვე 2 კვირაა გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩის აქციებით, სხვადასხვა ფორმით, ცესკო-ს დაწერილ შედეგებს აპროტესტებს. 

თამარ ჟვანიამ კი არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბრისთვის დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი