თბილისის საქალაქო სასამართლომ ლეიბორისტულ პარტიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს.
ხომ გახსოვთ ივანიშვილის ანეკდოტი - შედი ქალო ბუტკაში, აი ეს ბუტკა, რომელიც სასამართლოდ იწოდება, სწორედ ისაა, ხოლო ის მოსამართლე, იქ შესული ქალბატონი, არანაირი სასამართლო ქვეყანაში არ არსებობს - ამბობს გიორგი გუგავა.
"ლეობორისტების" შემდეგ, მოსამართლე ახლა ენმ- ძალა ერთობაშიას საჩივრებს განიხილავს, თუმცა ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ არჩევნების შედეგები არის გაყალბებული და სასამართლომ უნდა გააუქმოს... მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმიც და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მათ შორის მეორე ტურების, არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და ისინი ბათილად უნდა სცნოს სასამართლომ - ამბობს თამარ კორძაია
ოპოზიცის ლიდერები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან და ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იციან მოსამართლის გადაწყვეტილება, მიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენონ