ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და 2 კვირიან პროტესტს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "დღის სტუმარში" საუბრისას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა და პროტესტის გამოხატვა.
მესამე პრეზიდენტი პარალელს ავლებს ვარდების რევოლუციის პერიოდთან და ამბობს, რომ არც მაშინ იდგა რუსთაველის გამზირზე მუდმივად დიდი რაოდენობით ხალხი და აქციის მონაწილეთა რაოდენობა გადამწყვეტი მომენტების დროს იზრდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ პროცესებში ლიდერი არის ყველა, ვინც მასში მონაწილეობს და არა რომელიმე კონკრეტული გვარი.
ბევრად ნაკლები ხალხი იდგა ხშირად ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში, ვიდრე დგას ახლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამოდიოდა ხალხი. მე მინდა გითხრათ რომ ბევრად ნაკლები ლიდერები იყვნენ ცნობადი, თქვენ იძახით ვინ არის ლიდერი? - ლიდერი არის ყველა ვინც არის წინა ხაზზე, ძალიან მაგარი ლიდერია ნიკა მელია, ძალიან მაგრად უჭირავს თავი გიგი უგულავას. ბევრს სწყინს, რომ ვაქებ, მაგრამ ელისაშვილი ... "ლელოს" მაგრად უჭირავს თავი და რაც მთავარია ახალგაზრდები, რაც მთავარია ეს ბუნებრივად აღმოცენებული ორგანიზაციები, უამრავი მაგარი ბლოგერები, ზოგი სახლშია, უბრალოდ ავად არის და რაღაცას წერს ბლოგზე, ეგეც ბრძოლის ფორმაა, ზოგმა გადმოფინა პლაკატები ფანჯრებიდან, ზოგმა ქვაბი დაიჭირა ხელში და ხელი დაარტყა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ახლა საზოგადოებაში უიმედობის დათესვაა- არაფერ არ გამოვა, ეს არის ივანიშვილის მესიჯი - ამბობს ის
ეს არის დიქტატურა და მეტი არაფერი, ეს არ არის ავტორიტარული რეჟიმი უუნარო რეჟიმი, ეს არის კლასიკური დიქტატურა, ერთი გაუნათლებელი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა რომ თავზე მოაჯდეს ერთერთ ყველაზე ცივილიზებულ ერს ევროპაში, რომელსაც უკვე გაგებული აქვს დემოკრატიის და თავისუფლების ფასი - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას:
მე ვარ ერთ - ერთი თქვენგანი, მე არ მაქვს პრეტენზია ექსკლუზიურობაზე, არ მაქ პრეტენზია, რომ გვერდიდან უკეთესად ვხედავ რაღაცას, ვიდრე თქვენ ადგილზე - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტსაც გამოეხმაურა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დასკვნა შეაფასა:
პომპეოს წაკითხული ექნება IRI-ს დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და თუ ჩვენ პომპეოს ჩამოსვლის დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ხალხის მობილიზება მშვიდობიანი აქციისთვის და მესიჯს მიტანა მისთვის და მასთან ერთად ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტებისთვის - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
თავდასხმა ოპოზიციაზე, არჩევნების ფორმალური მეორე ტური, IRI-ს მკაცრი დასკვნა, ყარაბაღის ომი და მოლდოვაში გამარჯვებულ პროდასავლური ძალები, მაიკ პომპეოს ვიზიტი - მიხეილ სააკაშვილი "დღის სტუმარში" სრულად