31 ოქტომბრის არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა - IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს, გასათვალისწინებელი 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებს.-

ანგარიშში წერია, რომ არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა კი, არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედა.

„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა“- თქვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, თუმცა, დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, მათ შორის: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება...

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შედეგების მართვის პროცესიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

მისიის ანგარიში საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მომავალი არჩევნების სანდობიის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს გლდანში საარჩევნო უბანთან, გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი - მას მიაყენეს შეურაცხყოფა. ამავე ადგილას, დაპირისპირების დროს,  ტვ პირველის ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. არჩევნების დღესვე,  On.ge-ს ჟურნალისტს  მუშაობაში შეუშალეს ხელი მარნეულში.

დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

დარღვევებზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი