"სამარცხვინო" - კალაძე მელიას პასუხობს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს და ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის განცხადებას, რომელმაც კალაძეს დღეს უშუალოდ დაადო ხელი გლდანში, მისი საარჩევნო შტაბის გადაწვის ორგანიზებაში, "სამარცხვინოს" უწოდებს:

უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვას“ ამბობს კახა კალაძე.

ნიკა მელიამ კი დღეს თქვა, რომ მისი შტაბი უშუალოდ კალაძე-კობიაშვილის დავალებით, მათთან დაახლოებულმა კრიმინალური ავტორიტეტების, ძმები შუკაკიძეების დაჯგუფებამ გადაწვა.

მელიას ინფორმაციით, ნოდარ შუკაკიძე ამჟამად საბერძნეთში, საპატიმროშია, თუმცა მუდმივი კავშირი აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან.

მისივე თქმით, გადამწვარი საარჩევნო შტაბი მდებარეობს გლდანის იმ მიკრორაიონში, რომელიც მან დამაჯერებლად მოიგო და დაამარცხა პირველ ტურში ლევან კობიაშვილი. 

ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. თავდამსხმელებმა ე.წ. მოლოტოვი კოქტეილები შეყარეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ პირდაპირ ეთერში დაასახელა გვარები, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი