ფარმაცევტული კომპანია აშშ-ის 4 შტატში კორონავირუსზე იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს

გამოქვეყნდა:

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში კორონავირუსზე იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს.

როდ აილენდის, ტექსასის, ნიუ-მექსიკოს და ტენესის შტატები, ვაქცინაციისთვის - მასშტაბის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა.

ტექსასის მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა უკვე გაიკეთა, foxnews–თან ინტერვიუში ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებიდან 4 დღის განმავლობაში თავის ტკივილსა და დაღლილობას გრძნობდა, თუმცა სიმპტომები ძლიერი არ იყო. პაციენტი ამბობს, რომ ვაქცინის არავის არ უნდა შეეშინდეს და ყველამ უნდა გაიკეთოს.

Pfizer–ში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ოთხი შტატის მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს.

კომპანია მოელის, რომ ნოემბრის მესამე კვირიდან, ვაქცინაციის შედეგების შესახებ, საკმარისი მონაცემები ექნებათ, რათა უსაფრთხო ვაქცინაციის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს.

აშშ–ში Pfizer ვაქცინის შექმნას, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და ვაქცინის შემქმნელებს მიულოცა: "ვულოცავ ამ ბრწყინვალე კაცებსა და ქალებს, რომლებმაც შექმნეს ეს დიდი გარღვევა და მოგვცეს იმედი" – თქვა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, 1 კვირის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობდნენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტური იყო.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა.

ცნობისთვის, გუშინ, COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის 95%-ით ეფექტურობა, ამერიკულმა კომპანია Moderna–მაც დაადასტურა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი