"ლებორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცესკო-ს არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და "ქათული ოცნების" მხარდამჭერებსაც მოუწოდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

"მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემ ნაძალადეველებს, იცოდეთ, რომ ნამდვილი არჩევნები წინ გველოდება, სადაც თქვენს ნებას ვერავინ გააყალბებს. მანამდეც და მის შემდეგაც მე თქვენი ოჯახის წევრი ვარ, თქვენი დეპუტატი ვარ და ნებისმიერ საკითხზე თქვენ გვერდით ვარ, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ბოროტმოქმედების მოერე ტური არ შედგეს, ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გავლილი გზა ბინიდან საარჩევნო უბნამდე ბერბიჭაშვილის გზა და ილიას შუბლზე ტყვიის სროლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ნოემბერს კანდიდატურა მოხსნა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმაც

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა დღეს, 17 ნომებერს ოპოზიციის ამ განცხადებას სამართლებრივი და ფაქტობრივი ბლეფი უწოდა.

"ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. არჩევანის საშუალებას, რა თქმა უნდა, როგორც მანამდე, ხელისუფლება უზრუნველყოფს", - თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩანიშნა. 

ავტირი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი